მილოცვა დაღუპული სამხედროების შვილებს

28 დეკ 2022

საერთაშორისო სამშვიდობო მისიებსა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების შვილებისთვის საახალწლო ღონისძიება გაიმართა. გმირების შვილებს საახალწლო საჩუქრები გადასცეს. თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ გაიმართა საახალწლო კონცერტიც.