თენგიზ ცერცვაძე: ჩინეთში არასახარბიელო კოვიდსიტუაცია სერიოზულ რისკებს შეიცავს

28 დეკ 2022

საქართველოში ბოლო რამდენიმე კვირაა 12 სხვადასხვა ვირუსული ინფექცია ცირკულირებს, მათ შორის არის კორონავირუსი. მსოფლიოში კორონავირუსის ახალი შემთხვევების მატების ტენდენცია რისკებს საქართველოსთვისაც ზრდის-ამბობს თენგიზ ცერცვაძე. მისივე შეფასებით , ახლა ჩვენს ქვეყანაში COVID-ის ეპიდსიტუაცია საიმედოდ იმართება, როგორც ერთი-ერთი რიგითი რესპირაციული ინფექცია. ჰოსპიტალიზებულ პაციენტთა რაოდენობა არ აღემატება 150-200 ავადმყოფს, ხოლო სიკვდილიანობა კვლავ მინიმალურ ნიშნულზეა, სულ ექვსი გარდაცვალება ბოლო ერთ თვეში. წერს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე სოციალურ ქსელში.