ეკა ხერხეულიძის თქმით მიხეილ სააკაშვილის პალატაში ჩხრეკა ჩატარდა

27 დეკ 2022

კლინიკა „ვივამედში“ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პალატაში ჩხრეკა ჩატარდა. აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს კლინიკასთან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ეკა ხერხეულიძემ განუცხადა. როგორც ხერხეულიძემ აღნიშნა, პალატაში ჩხრეკა გუშინ ჩატარდა.