საქართველოში მიწისძვრა მოხდა

26 დეკ 2022

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ეპიცენტრი ქალაქი ონიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით ხუთ კილომეტრში, სოფელ ბაჯიხევთან იყო.

მიწისძვრის სიძლიერემ 3.6 მაგნიტუდა (ML) შეადგინა.