სტუდენტური ჩემპიონატი ინტელექტ მარათონში

26 დეკ 2022

საქართველოს საუნივერსიტეტო სტუდენტური ჩემპიონატი გაიმართა ,,ინტელექტმარათონში'’. შეჯიბრებაში სხვადასხვა სასწავლებლის 18 გუნდი და 120 -მდე სტუდენტი მონაწილეობდა. ღონისძიების მიზანი სტუდენტების გააქტიურება და ინტელექტუალური თამაშების პოპულარიზაციაა.