ფიფამ მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ რეიტინგი განაახლა

22 დეკ 2022

ფეხბურთში მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ფიფამ სანაკრებო რეიტინგი განაახლა. მიუხედავად იმისა რომ არგენტინა მუნდიალის გამარჯვებული გახდა რეიტინგში მხოლოდ მეორე ადგილზე დაწინაურდა და პირველ ადგილზე მყოფ ბრაზილის ნაკრებს 2 ქულით ჩამორჩება. მესამე პოზიცია საფრანგეთს უჭირავს, მეოთხეზე ბელგიაა, ხოლო მეხუთე ადგილი ინგლისის ნაკრებს ეკუთვნის.

რაც შეეხება საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, ვილი სანიოლის გაწვრთნილი საქართველო 2022 წელს 78-ე პოზიციაზე დაასრულებს.

ტოპ 10 კი ასე გამოიყურება: 

  1. ბრაზილია - 1840.77 ქულა;
  2. არგენტინა - 1838.38;
  3. საფრანგეთი - 182.39;
  4. ბელგია - 1781.3;
  5. ინგლისი - 1774.19;
  6. ნიდერლანდები - 1740.92;
  7. ხორვატია - 1727.62;
  8. იტალია - 1723.56;
  9. პორტუგალია - 1702.54;
  10. ესპანეთი - 1692.71.

​​​​​​​ფიფას მომდევნო რეიტინგი უკვე მარტის სანაკრებო პაუზის შემდეგ განახლდება.