ოლიმპიურმა კომიტეტმა ტატო გრიგალაშვილი წლის საუკეთესო სპორტსმენად დაასახელა

21 დეკ 2022

საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა 2022 წელი შეაჯამა და სხვადასხვა ნომინაციებში საუკეთესოები დაასახელა.

მთავარი პრიზის წლის საუკეთესო სპორტსმენის ჯილდო ძიუდოისტმა ტატო გრიგალაშვილმა მიიღო.

რაც შეეხება სხვა ნომინაციებს ასე გადანაწილდა: 

  • ვიქტორ სანეევის სახელობის სპეციალური პრიზი - უნიკალური მიღწევისთვის - ლაშა ტალახაძე (ძალოსნობა);
  • საქართველოს საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენი სპორტის სათამაშო სახეობებში: ხვიჩა კვარაცხელია (ფეხბურთი);
  • 2022 წლის საუკეთესო სპორტსმენი ქალი: ეთერ ლიპარტელიანი (ძიუდო);
  • წლის აღმოჩენა "ოლიმპიური იმედი" გიორგი ელბაქიძე (თავისუფალი ჭიდაობა);
  • წლის აღმოჩენა "ოლიმპიური იმედი": ანანო აფაქიძე (ბატუტზე ხტომა);
  • საქართველოს საუკეთესო სპორტსმენები ზამთრის სახეობებში: კარინა საფინა და ლუკა ბერულავა (ფიგურული ციგურაობა);
  • საქართველოს საუკეთესო მწვრთნელი: ბეჟან ჭიჭინავა (კრივი);
  • საქართველოს საუკეთესო მწვრთნელი ქალთა სპორტში: ზაურ სულაშვილი (ბატუტზე ხტომა).

 
შეგახსენებთ რომ გასულ წელს სეოკ-მა საუკეთესო სპორტსმენის ჯილდო ორ ათლეტს ლაშა ტალახაძეს და ლაშა ბექაურის გადასცა.