წალენჯიხაში კაცმა მამას  სცემა - დაშავებული კლინიკაში გარდაიცვალა

21 დეკ 2022

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, სავარაუდოდ 40 წლამდე  კაცმა მამა  სცემა. ნაცემი მამაკაცი სასწრაფო დახმარების თანამშრომლებმა ზუგდიდის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა და ის რამდენიმე საათში გარდაიცვალა. 

ძალადობაში ბრალდებული 40 წლის შვილი პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა.

რა გახდა მამა-შვილს შორის კონფლიქტის მიზეზი დეტალები უცნობია. 

მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სსსკ-ის 11 პრიმა 117-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ სხეულის მძიმე დაზიანებას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.