წინასაახალწლო შეხვედრა ორბელიანის სასახლეში

21 დეკ 2022

საქართველოს პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში ეროვნული გვარდიისა და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს, მეუღლეებთან ერთად წინასაახალწლო მიღებაზე უმასპინძლა. უმაღლესმა მთავარსარდალმა სტუმრებს სიტყვით მიმართა, ქვეყნის სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და ეროვნული გვარდიის დღე მიულოცა.