საახალწლო სამზადისი ქედასა და ხულოში

20 დეკ 2022

წინა საახალწლო მზადება დაწყებულია ხულოსა და ქედაშიც, საახალწლო ღონისძიებები ქედაში 24 დეკემბერს საახალწლო კონცერტით დაიწყება. ქუჩების განათებებისა და საახალწლო ატრიბუტებით მორთვა მიმდინარეობს ხულოშიც, წინასაახალწლო სამზადისი აქ 26 დეკემბრამდე უნდა დასრულდეს,დაგეგმილია კონცერტები, სადაც ადგილობრივ ვოკალურ და ქორეოგრაფიულ გუნდებთან ერთად ესტრადის ვარსკვლავებიც მიიღებენ მონაწილეობას.