კიდევ ერთი მცდელობა სახალახო დამცველის საკითხზე შეთანხმების მიღწევისთვის

19 დეკ 2022

სახალხო დამცველობის კანდიდატებთან დაკავშირებით ოპოზიცია და მმართველი გუნდი უკვე მესამედ შეიკრიბა, ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის კაბინეტში შეხვედრა უკვე 1 საათია მიმდინარეობს. მხარეებმა არჩევანი 8 კანდიდატიდან ერთ-ერთზე უნდა შეაჩერონ, კენჭისყრა მიმდინარე კვირის განმავლობაში რიგგარეშე სხდომაზე გაიმართება, ახალი ომბუდსმენის არჩევას 90 დეპუტატის ხმა სჭირდება.