ოლექსანდრ აზაცკიმ "დინამო" ბათუმი დატოვა

19 დეკ 2022

''დინამო'' ბათუმი უკრაინელმა ცენტრალურმა მცველმა ოლექსანდრ აზაცკიმ დატოვა. 28 წლის მცველი ბათუმურ კლუბში 2021 წელს მოვიდა და ამ ხნის განმავლობაში 69 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

თავის გამოჩენა კი 1 გოლით და 3 საგოლე გადაცემით მოახერხა. ცოტა ხნის წინ ბათუმური კლუბის რიგები ნახევარმცველებმა მილან რადინმა და ბენჟამინ ტაიდიმაც დატოვეს.