არგენტინა vs  საფრანგეთი

18 დეკ 2022

რამდენიმე  წუთი  მსოფლიო ჩემპიონატის ფინალამდე – ლუსაილის სტადიონზე ერთმანეთს 2022  წლის მუნდიალის ორი საუკეთესო გუნდი ხვდება. – ლეო მესის არგენტინა  -  კილიან მბაპეს საფრანგეთის წინააღმდეგ ითამაშებს. 

აღსანიშნავია, რომ ორივე გუნდი შ ტოპ-5 ნაკრებში შედის, რომლებსაც მსოფლიო ჩემპიონატზე ყველაზე მეტი მატჩი აქვთ მოგებული.

მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში არგენტინის ნაკრები მეექვსედ თამაშობს. 1978 და 86 წლებში გუნდმა ჩემპიონობა მოიპოვა. ფრანგები კი ფინალში მეოთხედ გავიდნენ – მოიგეს 1998 და 2018 წლებში, 2006  წელს კი წააგეს.

არგენტინისა და საფრანგეთის ნაკრებებს შორის შეხვედრა 19 საათზე დაიწყება. ამ შეხვედრით კატარში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატი სრულდება.