"შავი ლომი" ზედიზედ მეორედ ევროპის სუპერთასის გამარჯვებულია

17 დეკ 2022

პირველი ქართული სარაგბო ფრენჩიზი "შავი ლომი" ზედიზედ მეორედ ევროპის სუპერ თასის გამარჯვებულია.

თბილისში გამართულ ფინალში  "შავმა ლომმა" ისრაელის "თელ ავივ ჰითი" 12 ქულიანი სხვაობით 29:17 დაამარცხა და ჩემპიონის თასი საქართველოში დატოვა.

ანგარიში ლუკა მატკავამ ჯარიმით გახსნა, ცოტა ხანში კი "შავმა ლომმა" საჯარიმო ლელო მოიპოვა და ანგარიში 10-0 გახდა.

ამის შემდეგ თაფლაძემ და ხმალაძემ დადეს ლელოები, მეტოქემ პირველ ნახევარში მხოლოს ერთი ჯარმა გაიატანა და 22-3 დასრულდა.

მეორე ნახევარში ისევ ქართველები აქტიურობდნენ მატკავამ ლელო დადო, რომელიც თვითონვე გარდასახა და ანგარიში 29:3 გახდა.

მის შემდეგ "ჰითი" გააქტიურდა და 17 ქულამდე შეძლო ასვლა.
საბოლოო ჯამში ქართულმა ფრეინჩაიზმა 29-17 მოუგო.

"შავი ლომისთვის" ეს ისტორიაში მეორე ტიტულია. ქართული ფრენჩაიზი ახალი სეზონიდან რაგბი ევროპის სუპერთასზე და სამხრეთამერიკის ლიგაში ითამაშებს.