მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალური მატჩის არბიტრი ცნობილია

16 დეკ 2022

მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ დაპირისპირებას არგენტინისა და საფრანგეთს შორის პოლონელი მსაჯი შიმონ მარცინიაკი გაუძღვება. ინფორმაცია ფიფამ უკვე დაადასტურა.

41 წლის პოლონელ არბიტრს თანამემამულეები პაველ სოკოლნიცკი და ტომაშ ლისტკევიჩი დაეხმარებიან. ამ მუნდიალზე მარცინიაკმა ორი შეხვედრა განსაჯა. პოლონელმა საფრანგეთი - დანიის და არგენტინა - ავსტრალიის მატჩებზე იმსაჯა.

არგენტინისა და საფრანგეთის ნაკრებების ფინალური დაპირისპირება 18 დეკემბერს 19:00 საათზე დაიწყება.