თბილისში საქართველოს ბანკის ერთ-ერთი ფილიალი დააყაჩაღეს

14 დეკ 2022

თბილისში, პეკინის ქუჩაზე „საქართველოს ბანკის“ ფილიალი დააყაჩაღეს.

არსებული ინფორმაციით, ნიღბიანი და შეიარაღებული მამაკაცი ბანკში შეიჭრა და გარკვეული რაოდენობის თანხა მოითხოვა. ბანკის თანამშრომლებმა თავდამსხმელს თანხა გადასცეს, რის შემდეგაც თავდამსხმელმა ტერიტორია დატოვა.

მძარცველმა თანხა წაიღო და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.