უნებართვო მშენებლობის 83 შემთხვევა ბათუმში

14 დეკ 2022

უნებართვო მშენებლობის 83 შემთხვევა გამოავლინა ბათუმის მუნიციპალურმა  ინსპექციამ.  35  შემთხვევაში კი სანებართვო პირობები იყო დარღვეული.    

უწყების მიერ მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ 24 ობიექტზე მითითებები უკვე შესრულდა.  

ჯამში ბოლო 6 თვეში ჩატარებული მონიტორინგის შედეგად სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის  წარმოება 118 ობიექტზე დაიწყო.