14 დეკემბრის პროცესს მიხეილ სააკაშვილი შესაძლოა დისტანციურად ჩართოს

13 დეკ 2022

სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო.  მიხეილ  სააკაშვილი ხვალ საკუთარ სხდომას დისტანციურად დაესწრება, თუმცა ეს იმ შემთხვევაში თუ კლინიკა ''ვივამედიც'' გასცემს იმავე ნებართვასა და რეკომენდაციას. 

ხვალ სასამართლომ უნდა იმსჯელოს ადვოკატების შუამდგომლობაზე, რომელიც ექსპრეზიდენტის სასჯელის გადავადებას ან მისგან გათავისუფლებას ეხება. 

სხდომა ხვალ 11 საათზეა ჩანიშნული.