მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა

10 დეკ 2022

როგორია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა - ყოფილი პრეზიდენტი დედამ მოინახულა. გიული ალასანიას განცხადებით, მისი შვილი სუსტად არის. გაოცებულია იმ ფოტო-მასალებითაც, რომელიც მედიაში გავრცელდა. მისი თქმით, ამ ქმედების უკან მტრული განზრახვა იმალება.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ვალერი გელბახიანი კი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა აგვისტოს შემდეგ საგრძნობლად შეიცვალა და მან მოძრაობა შეზღუდა.