დღეს, სასამართლო მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებაზე იმსჯელებს, პარალელურად დაგეგმილია აქცია

09 დეკ 2022

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებაზე სასამართლო დღეს  იმსჯელებს. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 13:00 საათზეა დანიშნული.

მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადადებასთან დაკავშირებით ადვოკატების შუამდგომლობაზე მოსამართლე გიორგი არევაძე განიხილავს.

სასამართლო პროცესის პარალელურად, საქართველოს მესამე პრეზიდენტის გადარჩენის მოთხოვნით აქცია გამართება.