სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი პოლონეთში

06 დეკ 2022

პოლონეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტმა მონაწილეობა მიიღო ქალაქ ოსვენციმში, წმ. გრიგოლ ფერაძის მოწამებრივი სიკვდილიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში, სადაც პოლონეთის მართლმადიდებლური ეკლესიისა და საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლებმა აღავლინეს პანაშვიდი გრიგოლ ფერაძისა და საკონცენტრაციო ბანაკებში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად.