საქართველოს პარამოფარიკავეთა ნაკრები სამშობლოში დარბრუნდა

06 დეკ 2022

საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრები ოთხი მედლით, - ორი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ბრინჯაოთი დაბრუნდა.  

ნინა თიბილაშვილი ხმალში ვერცხლის, რაპირაში ბრინჯაოს მედალოსანი გახდა. ირმა ხეცურიანმა კი ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიგო.  

ა - ნაკრებმა გუნდურ ასპარეზობაში ირმა ხეცურიანის, ნინა თიბილაშვილის და გვანცა ზადიშვილის შემადგენლობით ოქროს მედლები მოიპოვა. 

პარამოფარიკავეთა ნაკრებს თბილისის აეროპორტში საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი რატი იონათამიშვილი,  ოჯახის წევრები და გულშემატკივრები დახვდნენ.