სამეცნიერო შეხვედრა მოსწავლეებისთვის

03 დეკ 2022

„მეტი წარმატებული ქალი მეცნიერებაში„ - ამ სლოგანით ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გაიმართა სკოლის მოსწავლეებთან. 

მოზარდებმა  ქიმიის, ფიზიკისა და ბიოლოგიის სამეცნიერო ლაბორატორიები დაათვალიერეს და მუშაობის პროცესს გაეცნენ.

მოსწავლეებს საშუალება ჰქონდა მოესმინათ სხვადასხვა სპიკერის გამოცდილება.