სარაგბო კლუბმა „ბათუმმა“ მეორე წრე გამარჯვებით დაიწყო

03 დეკ 2022

საქართველოს რაგბი დიდი 10-ის მეორე წრე სარაგბო კლუბმა "ბათუმმა" გამარჯვებით დაიწყო. მე-10 ტურში "ბათუმი" შინ "ხვამლს" დაუპირისპირდა და 8:6 დაამარცხა.

ბათუმელთა მხრიდან ჯარიმა მამუკა ნინიძემ ზუსტად შეასრულა, ხოლო ლელო გიორგი მენაბდის ანგარიაზეა. ამ დროისთვის "ბათუმი" სატურნირო ცხრილში 20 ქულით მერვე ადგილზე იმყოფება.

მომდევნო ტურში  9 დეკემბერს გასვლაზე "ყაზბეგს" ესტუმრება.