ქართულ-აზერბაიჯანული სამართლებრივი ფორუმი

02 დეკ 2022

ბათუმში ქართულ-აზერბაიჯანული სამართლებრივი ფორუმი გაიხსნა. ფორუმი საქართველოს და აზერბაიჯანის იუსტიციის მინისტრებმა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ გახსნეს. 

სამართლებრივი ფორუმის მიზანი ორი ქვეყნის იუსტიციის სამინისტროებს შორის გამოცდილების გაზიარება და სამართლებრივი ურთიერთობის გაღრმავებაა.