ტრენინგი მუზეუმების გიდებისთვის

02 დეკ 2022

ექსკურსიის  მეთოდიკა,  პრინციპები, გიდის  სტანდარტი -ამ და სხვა საკითხებზე მუზეუმების გიდებმა გადამზადების კურსი გაიარეს. ტრენინგები აჭარის გიდების ასოციაციის ხელმძღვანელმა და   ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმის მმართველმა ჩაატარეს. გადამზადების კურსი 5 დღე გაგრძელდა და მასში აჭარიდან 20 გიდი მონაწილეობდა. კურსის დასასრულს გიდებს სერთიფიკატები გადაეცათ.