მსოფლიოს ჩემპიონატის კიდევ ორი მერვედფინალური წყვილი ცნობილია

02 დეკ 2022

მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალური ეტაპის კიდევ ორი წყვილი ცნობილია. იაპონიის ნაკრები ხორვატიას დაუპირისპირდება, ხოლო ესპანეთი მაროკოს.

სხვა მერვედფინალური წყვილები:

  • საფრანგეთი - პოლონეთი;
  • არგენტინა - ავსტრალია;
  • ნიდერლანდები - ამერიკის შეერთებულ შტატები;
  • ინგლისი- სენეგალი.

დღეს კი კატარის მუნდიალზე კიდევ ოთხი მერვედფინალისტი გაირკვევა.

  • განა - ურუგვაი 19:00 საათი;
  • სამხრეთ კორეა - პორტუგალია 19:00 საათი;
  • კამერუნი - ბრაზილია 23:00 საათი;
  • სერბეთი - შვეიცარია 23:00 საათი.

მატჩების პირდაპირი რეპორტაჟი საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხსა და ტელესკოლაზე იქნება.