შიდსის მსოფლიო დღე

01 დეკ 2022

შიდსის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით კონფერენცია გამართა ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის, ასევე დაავადებათა კონტროლის ცენტრებთან ერთად. ღონისძიების მიზანი აივ ინფექციის შესახებ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებაა.     

დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში  9 714 აივ ინფიცირებულია რეგისტრირებული, მათგან 7 157 მამაკაცი, 2 457 კი ქალია.

სპეციალისტების ინფორმაციით, ახალი შემთხვევების რიცხვი გაზრდილი არ არის, ინფიცირებულთა უმეტესობა მკურნალობის კურსს გადის და ვითარება სტაბილურია.