განსაკუთრებით დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობები "სარფის" საბაჟოზე

01 დეკ 2022

,,სარფის“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე  განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები გამოავლინეს.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, სამართალდამრღვევ მოქალაქეს ოქროს საიუველირო ნაკეთობები საკვები პროდუქტების შეფუთვებში მალულად ჰქონდა განთავსებული.

2 კილოგრამამდე არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულება 165 ათას ლარამდეა.