საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია

30 ნოე 2022

საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრები გუნდი ხმლით ფარიკაობაში ევროპის ჩემპიონია. პოლონეთში მიმდინარე კონტინენტის პირველობაზე გუნდურ შეჯიბრში საქართველომ ფინალში უკრაინის ნაკრებს 45:42 მოუგო და ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ირმა ხეცურიანი, ნინა თიბილაშვილი და გვანცა ზადიშვილი ასპარეზობდა. ქართველი მოფარიკავეები 3 დეკემბერს რაპირაში მოსინჯავენ ძალებს.

შეგახსენებთ, რომ ვარშავაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ეტლით ფარიკაობაში ნინა თიბილაშვილმა პირად ასპარეზობაში ვერცხლის მედალი მოიპოვა.