აქცია ხახულის ქუჩაზე

30 ნოე 2022

აქცია ხახულის ქუჩაზე, მოსახლეობა მოუწესრიგებელ გზებზე საუბრობს. მათი თქმით, მეორე შესახვევში გადაადგილება უამინდობისას სრულად პარალიზებულია. ირწმუნებიან, რომ მერიის შესაბამის სამსახურს არაერთხელ მიმართეს , თუმცა პრობლემა კვლავ მოუგვარებელია. კეთილმოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურში აცხადებენ, რომ 2023 წლის ბიუჯეტში ერთი მილიონ  270 590 ლარი  არის გათვალისწინებული ხახულის მეორე შესახვევის კეთილმოწყობისთვის.