ლომჯარია - სააკაშვილთან დაკავშირებით გამოსავალი არის სამართლებრივი გზების გამოყენება

30 ნოე 2022

სახალხო დამცველი აცხადებს, რომ  სააკაშვილის საკითხზე  მნიშვნელოვანია დასკვნის შედეგები.

ნინო ლომჯარია კონკრეტულ დიაგნოზებზე მსჯელობისგან თავს იკავებს, თუმცა ფიქრობს, რომ ყველაფერი უნდა იყოს წარდგენილი სასამართლოში და სასამართლომ შესაბამისი პროცედურით უნდა იმსჯელოს.