საგრძნობლად გაზრდილი აჭარის ბიუჯეტი

29 ნოე 2022

ნახევარ მილიარდს მიაღწევს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მომავალი წლის ბიუჯეტი  ამის შესახებ მთავრობის თავმჯდომარემ განაცხადა. თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, ბიუჯეტი ბოლო ათი წლის განმავლობაში თითქმის გასამმაგდა. როგორც ცნობილია,პირველ რიგში იგეგმება ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საზღვაო აკადემიის სტუდენტებისთვის საერთო საცხოვრებელი კამპუსის მშენებლობა, ასევე ახალი წლიდან დაანონსდა  სამინისტროებში სტუდენტთა სტაჟირების პროგრამის ამოქმედებაც.