გიორგი გოჩოლეიშვილმა დონეცკის "შახტართან" 5 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი

29 ნოე 2022

21 წლის ქართველმა  ფეხბურთელმა გიორგი გოჩოლეიშვილმა დონეცკის "შახტართან" 5 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

უკრაინული კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი წერს, რომ კონტაქტი ძალაში 2023 წლის 1 იანრვიდან შევა, სწორედ ახალი წლის შემდეგ შეუერთდება გიორგი უკრაინულ გრანდს.

გოჩოლეიშვილი "საბურთალოს"  აკადემიის აღზრდილია. მარჯვენა მცველმა მიმდინარე სეზონში  30 მატჩში 4 გოლი და 3 საგოლე გადაცემა მიითვალა. 

ფეხბურთელი საქართველოს 21 წლამდელთა ნაკრების წევრია და ცოტა ხნის წინ დიდ ეროვნულ ნაკრებშიც ჰქონდა დებიუტი.
"შახტარს" თებერვალში  ევროპა ლიგის ფლეი ოფი ელოდება, სადაც ფრანგულ "რენს" დაუპირისპირდება.