საიას ანგარიში

28 ნოე 2022

პირველადი წარდგენის სხდომები, სათანადო სასამართლო კონტროლი, საპროცესო შეთანხმება, ოჯახური დანაშაულები, განაჩენები -  საიას წარმომადგენლებმა სისხლის სამართლის პროცესების დაკვირვებისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მონიტორინგის შედეგად გამოვლენილ ხარვეზებზე, მიგნებებზე, დადებით ტენდენციებსა და  პრობლემური საკითხების გადასაჭრელად შემუშავებულ რეკომენდაციებზე ისაუბრეს. იურისტებმა სისხლის სამართლის პროცესების მონიტორინგის  #16 ანგარიში წარმოადგინეს,რომელიც საკმაოდ  ვრცელია.  წარმოდგენილი ანგარიშის ფარგლებში ისაუბრეს ერთ-ერთ მწვავე პრობლემაზე - ქალთა მკვლელობის გახშირებულ შემთხვევებსა და ამ მიმართულებით სასამართლო მიდგომაზე. რეკომენდაციები  გაიცა საქართველოს პარლამენტის, პროკურატურის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მისამართით.