28 ნოე 2022
საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული სტრატეგიული თანამშრომლობა განიხილეს საქართველოს პრემიერმა და აზერბაიჯანის ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა. მხარეებმა ეკონომიკის მიმართულებით თანამშრომლობაზეც იმსჯელეს.
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო და აზერბაიჯანის რესპუბლიკა საიმედო სატრანზიტო პარტნიორები არიან და ერთობლივი სატრანსპორტო დერეფანი სანდო სადისტრიბუციო არხებზე და გლობალურ ბაზრებზე გასვლის შესაძლებლობას იძლევა. ხაზი გაესვა რეგიონული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტების სრული დატვირთვით ფუნქციონირებისა და საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის თანამშრომლობის მნიშვნელობას.