დაზიანებული სანაპირო ზოლი

28 ნოე 2022

ამ წუთებში ბათუმში აკვაპარკის მიმდებარე ტერიტორია იწმინდება, ადგილზე  სანდასუფთავების მანქანები მუშაობენ.

გუშინდელმა შტორმმა აკვაპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე სანაპირო ზოლი და პრომინადები დააზიანა. 

რა ოდენობის ზიანი მიადგა ინფრასტრუქტურას ჯერ-ჯერობით უცნობია.  სინოპტიკოსების ინფორმაციით ამ დროისთვის სანაპირო ზოლზე 4 ბალიანი შტორმია, საღამოს კი ღელვის დონე დაიკლებს.