მარია კაზაკოვასა და გიორგი რევიას წყვილმა დორტმუნდში ოქროს მედალი მოიპოვა

27 ნოე 2022

ფიგურულ ციგურაობაში ქართული წყვილი მარია კაზაკოვასა და გიორგი რევიას შემადგენლობით სპორტულ ცეკვებში გამართული საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული გახდა.

გერმანიის ქალაქ დორტმუნდში კაზაკოვა-რევიას წყვილმა რითმულ ცეკვაში 74.73 ქულა დაიმსახურა, ხოლო თავისუფალში – 113.65 და ჯამში 188.38 ქულით სეზონის საუკეთესო შედეგი დააფიქსირეს.

შეჯიბერებაში სულ 7 წყვილი მონაწილეობდა. რევიამ და კაზაკოვამ მე-2 ადგილზე გასულ პოლონელ სპორტსმენებს 26.74 ქულით აჯობეს.

მარია კაზაკოვა და გიორგი რევია 23-29 იანვარს ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებენ. 

ფინეთის ქალაქ ესპოოში  საქართველოს 2 სპორტული წყვილი, ორი კაცითა, 1 ქალითა და ერთი მოცეკვავე წყვილით ეყოლება, რაც სარეკორდო მაჩვენებელია.