ბათუმის ჰოკეის გუნდი ყინულის ჰოკეის ფესტივალის გამარჯვებულია

27 ნოე 2022

ყინულის ჰოკეიში ღია ფესტივალი გაიმართა ბათუმის ყინულის სასახლეში. ჩემპიონატი წრიული შეჯიბრების ფორმატით წარიმართა და მასში 13 წლამდე ასაკის 3 გუნდი მონაწილეობდა.

ტურნირის გამარჯვებული ორი მოგებით, ბათუმის 13 წლამდელთა ჰოკეის გუნდი გახდა.

ფესტივალი ბათუმის სპორტული ცენტრის ინიციატივით ჩატარდა. მისი მიზანი სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაცია და ჯანსაღი წესით ცხოვრების დამკვიდრება იყო.