65 ათასი ლარი - ახალი სკამებისა და მაგიდებისთვის ქედაში

27 ნოე 2022

ქედაში, საჯარო სივრცეებში ახალი სკამები და მაგიდები განათავსეს. ინფრასტრუქტურა თანამედროვე ტიპისაა, აქვს განათება, დამონტაჟებულია დენის წყარო, რომელიც  მობილურის დამუხტვის საშუალებასაც იძლევა. 

სკამები 9 აპრილის, წერეთლისა და აღმაშენებლის ქუჩაზე, ასევე სოფელ კორომხეთში სოფლის ცენტრში განთავსდა. მათ შესაძენად ქედის მერიამ  65 000 ლარი დახარჯა.