ტერიტორიული წყლების დაბინძურების ფაქტზე ორი გემი დაჯარიმდა

27 ნოე 2022

საქართველოს ტერიტორიული წყლების დაბინძურების 2 ფაქტი გამოვლინდა. ლიბერიისა და კამერუნის დროშების ქვეშ მცურავი გემების კაპიტნებს, ზღვის სამეურნეო წყლებით დაბინძურების ფაქტში ედებათ ბრალი. მათ ფოთის საქალაქო სასამართლომ 65-65 ათასი ლარის ოდენობით ჯარიმა  დააკისრა. 

გემებს თავისუფალი ნაოსნობის უფლება დაკისრებული საჯარიმო სანქციისა და გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხის გადახდის შემდეგ მიეცათ.