ძიუდოში ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული თბილისის "მებრძოლი" გახდა

26 ნოე 2022

ძიუდოში ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული თბილისის "მებრძოლი" გახდა. 

ევროპის საკლუბო ჩემპიონატს გორის სპორტის სასახლემ უმასპინძლა.
ჩემპიონთა ლიგის ფინალში თბილისის "მებრძოლმა" ბელგრადის "რეს სტარი" ანგარიშით 3:2 დაამარცხა.

მესამე ადგილისთვის შეხვედრაში კი "გოლდენ გორმა" მეორე ქართულ კლუბს 3:2 მოუგო და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

მეორე ბრინჯაოს მფლობელი ნიკოლოზ  შერაზადიშვილის  "სტაბია" გახდა. ტედი რინერის "პსჟ" კი მედლის გარეშე დარჩა.

წლევანდელ ტურნირში  მონაწილეობა 25 ქვეყნის 143-მა სპორტსმენმა მიიღო.
გორში საერთო ჯამში 8 კლუბმა იასპარეზა. მათ შორის 3 ქართული, 2 ფრანგული და თითო ესპანური, სერბული და ბერძნული კლუბები.