„ესპანეთი და პორტუგალია მკაფიოდ უჭერს მხარს საქართველოს“ - პაპუაშვილი

26 ნოე 2022

ესპანეთი და პორტუგალია, ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე საქართველოს წინსვლას მხარს მკაფიოდ უჭერენ - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა.

შალვა პაპუაშვილმა საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი შეაჯამა, თქვა რომ საქართველოს მონაწილეობა შინაარსობრივად მნიშვნელოვანი იყო რადგან საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში პოლიტიკურ გადაწყვეტილებას სწორედ ასეთი მხარდაჭერა განსაზღვრავს.