„შუახევობა“ 28 ნოემბერს გაიმართება

26 ნოე 2022

შუახევში სახალხო დღესასწაული ,,შუახევობა" გაიმართება. ღონისძიება 28 ნოემბერს მერიის შენობის მიმდებარედ იგეგმება,  სადაც სპორტული და გასართობი აქტივობები გაიმართება. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა. 

წარმოდგენილი იქნება სამუზეუმო ექსპონატების და ეთნოგრაფიული ნიმუშების გამოფენა.

ჩატარდება კონცერტი ადგილობრივი მუსიკალური და ქორეოგრაფიული ანსამბლების მონაწილეობით.