თერჯოლაში ცოლის დაწვაში ბრალდებული კაცი გარდაიცვალა

26 ნოე 2022

კაცი, რომელმაც მეუღლეს საწვავი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა,  გარდაიცვალა. ის ქუთაისში დამწვრობის ცენტრში მკურნალობდა, 70%-იანი დამწვრობა ჰქონდა და მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

თავიდანვე  კლინიკაში განმარტავდნენ, რომ  მდგომარეობა იყო მძიმე, ლეონიდე ზვიადაძემ, სავარაუდოდ, შურისძიების მიზნით, ყოფილ მეუღლეს ცეცხლი წაუკიდა, ქალი ადგილზე გარდაიცვალა.