25 ნოე 2022
ბრაზილიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ლიდერი ნეიმარი ჯგუფურ ეტაპს ტრამვის გამო გამოტოვებს. ნეიმარი მომდევნო ორ შეხვედრაში შვეიცარიასთან და კამერუნთან არ იქნება.
ნეიმარმა კოჭის ტრავმა სერბეთთან შეხვედრაში მიიღო და მოედანი 79-ე წუთზე დატოვა. სერბებმა ბრაზილიელი შეტევის წინააღმდეგ თამაშის წესები, ჯამში, 9-ჯერ დაარღვიეს. რამდენიმე უხეში ვარდნის შედეგად ნეიმარმა დაზიანება მიიღო.