ხარაგაულში მკვლელობისა და დაჭრის საქმეზე, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს

23 ნოე 2022

სამართალდამცველებმა ხარაგაულში მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის საქმეზე, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს  ცნობით, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით, დაკავებულია – 1978 წელს დაბადებული ჯ.ს.

რაც შეეხება დანაშაულში ბრალდებულ მეორე პირს, როგორც შსს-ში აღნიშნავენ, მისი ვინაობა დადგენილია.

„სამართალდამცველები ბრალდებულის ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით, აქტიურ საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე და 376-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობას და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს“, – აცხადებენ შსს-ში.