ტრენინგი სერვისის გაუმჯობესებისთვის

23 ნოე 2022

ტურისტული  სერვისის გაუმჯობესების მიზნით მიმტანების მუშაობის ძირითადი პრინციპების, სასტუმროებსა და კვების ობიექტებში გაყიდვების მართვის, ასევე ადმინისტრატორ-რესეფშენისტების საერთაშორისო სტანდარტების მიმართულებით  ტრენინგები განახლდა.   

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, მიმტანები გადამზადდებიან და გაეცნობიან რესტორნის სტრუქტურას, მომსახურების თანმიმდევრობას, კომუნიკაციის ფსიქოლოგიასა და  კონფლიქტური სიტუაციების მოგვარების ალგორითმსაც.