თურქეთში ძლიერი მიწისძვრის შედეგად 22 ადამიანი დაშავდა - უცხოური მედია

23 ნოე 2022

თურქეთში ძლიერი მიწისძვრის შედეგად 22 ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას თურქეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ანადოლუ“ ავრცელებს.

მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ დუზჯეში დაფიქსირდა. ბიძგების სიმძლავრემ 6.0 მაგნიტუდა შეადგინა.

თურქეთის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრთან ახლოს, დილიდან 18 განმეორებითი ბიძგი დაფიქსირდა.