22 ნოე 2022
მუხროვანში, სპეციალური ოპერაციების ძალების ახალი სამხედრო ბაზა აშენდება. თანამედროვე, სპეციალური ოპერაციების ძალების ცენტრი სრულად შესაბამისი იქნება ნატოს სტანდარტებთან. პროექტის ღირებულება 70 მილიონამდე ლარია.საერთო ჯამში აშენდება 24 ახალი შენობა და რეაბილიტირდება 3 ძველი შენობა. მშენებლობის დასრულება 2 წელიწადში იგეგმება.